суббота, 11 июля 2015 г.

დღე - მე-9
  ,,intel" - ის პროგრამის დასწავლის ცხრა დღე დასრულდა;   საბოლოო შეხვედრა დაეთმო ჩვენი, თითოეული მასწავლებლის აქტივობა / ნაშრომების გაანალიზებას; შევაჯერეთ , შევაჯამეთ ინდივიდუალური მონაცემები და შევაფასეთ.  გამოიკვეთა ხარვეზები და გავითვალისწინეთ რჩევები/ შესაბამისი მიმართულებები.
  მე მინდა, რომ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება ამ პროგრამასთან დაკავშირებით; დასაწყისი საკმაოდ გამიძნელდა, მაგრამ  ნებისყოფის სიმტკიცე გამოვიჩინე და მეცადინეობა გავაგრძელე. ყოველი ახალი შეხვედრა მარტივდებოდა იმ ზომითა და შინაარსით, რომელიც ამ პროექტის არსის გააზრებას დაეყრდნო. ვაღიარებ, რომ შემიძლია განვითარება და დახვეწა, როცა პრაქტუკულად  სასწავლო პროექტის განხორციელებას შევუდგები. მიუხედავად იმისა , რომ პროექტით სწავლების გამოცდილება მაქვს, შესაბამისად ტექნოლოგიების  სასწავლო მასალებში ჩართვის უნარიც მიბმულია მასზე , დავინახე და გავიაზრე, რამდენად შეიძლება ამ მიმართულების ზუსტად  და დეტალურად  გააქტიურება და  ჩვენება.
   ამგვარად,  საწავლო პროექტით სწავლების მოდულების შეჯამებიდან გამომდინარე, დავასკვნი, რომ მე გამოვიყენებ სწავლა/ დასწავლისას  მოდულების მიმართულებებსა და  რჩევებს!
 დიდი მადლობა ყველა,ს ვინც ამ  პროექტის განსახორციელებელ აქტივობებში ჩაერთო!

среда, 8 июля 2015 г.

დღე-მე-8

,,intel"-ის პროგრამასთან დაკავშირებული შეხვედრა|მეცადინეობის მე-8 დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი იმით არის , რომ  ის მთავარი ტენდენცია, რომელიც მიემართება სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ჩართვა , დემონსტრირება მოახდინე ინდივიდუალურად . ეს მეცადინეობა , ანუ ,,ფასილიტაცია ტექნოლოგიებით" დამეხმარება იმ კონკრეტული დავალებების შესრულებაში, რომელიც მოსწავლეზეა ორიენტირებული  და რომელიც მოსწავლისათვის  მიმართულების მიმცემი იქნება  , როგორ წარმართოს პროექტის შესრულების პროცესი და მედიაციფრულის რესურსების ინტეგრირება როგორ მოახდინოს ტექსტურ მასალაში...
გმადლობთ!

понедельник, 6 июля 2015 г.

დღე-7
  ინტელის მეცადინეობის მე-7 შეხვედრა განხორციელდა მოდული.6.-ის გაცნობითა და შესაბამისად, განხორციელდა რამდენიმე დეტალი, ანუ ინდივიდუალურ დავალებებთან ადაპტირება მოვახდინე, რომელთაც სასწავლო პროექტებთან მუშაობის პროცეში მოსწავლეზე ორიენტირებულად გამოვიყენებ. ამავე დროს საინტერესოდ  და მეტად აქტიურად წარვმაათე მოდული.6.- ის ,, დიფერენცირებული სწავლებისათვის"  გამოსაყენებელი სქემის შევსება. იგი  სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მიმართებაში , დავალებების დანაწილებაში და შემდგომ, შესაბამისად, მათ შეფასებაში დამეხმარება. ჩემი  intel. -ის პროგრამასთან მუშაობა პროგრესულია.
გმადლობთ!

суббота, 4 июля 2015 г.

დღე---მე-6

                 მეცადინეობის მე-6 შეხვედრაზე გავეცანით ,, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი"- რამდენიმე ნიმუშს; გავაანალიზეთ თითოეულის სლაიდპრეზენტაციებს; მოვახდინე უკუკავშირები, რის შემდეგაც დავალებებში ცვლილებები შევიტანე;.
                 შეხვედრა კონკრეტულად  ,,მოდული -5" ის  აქტივობების  განხილვასა და მის ინტერპრეტირებას  დაეთმოს , ანუ რა მიზნით, რომელი დავალება|დავალებების შესაბამისად გამოვიყენებ; ,,გეგმის შეფასების ჩეკლისტი" იმაში დამეხმარება , რომ სტანდარტული გაწერილი სტანდარტი და ინდიკატორები კონკრეტულად სასწავლო პროექტის მიზნებს, ამოცანებსა და შესრულების პროცესებს მოვარგო, ანუ ადაპტაცია ჩემს დავალებებთან მიმართებებში მოვახდინო.
    მოსწავლეების აქტივობების  შემაფასებელი კრიტერიუმები დამეხმარება სწავლების სხვადასხვა ტიპის მოსწავლეების უნარების შეფასებაში. 
       გმადლობთ!

среда, 1 июля 2015 г.

დღე მე-5

მეხუთე მეცადინეობა განისაზღვრა პროექტის პროცედურების გაგრძელებით; შემდეგ გადავინაცვლეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რომელიც პროექტის შესრულების პროცესის ურთიერთგამომრიცხავი დეტალია, რომელმაც , როგორც ხელმძღვანელს, პროცესის სიღრმისეულ წვდომაში პროგრესის საფუძველი იქნება; პორტფოლიოს რუბრიკა დამეხმარება, რამდენად ადეკვატურად შევაფასებ მოსწავლეების აქტივობას და შესაბამისად, რამდენად მიჰყვება პროექტი ზოგადს, თემატურსა და შინაარსობრივ საკითხებს.

რაც შეხება სლაიდების ჩართვას პროექტის გეგმაში, პროექტის დასასრულისათვის , პრეზენტაციისათვის, წარდგენის, პუბლიკის ზემოქმედების ერთერთი კარგი საშუალებაა. და, ეს დეტალი დამეხმარება იმაში, რომ საბოლაოდ ზოგად შეკითხვაში პასუხი გაეცეს.

понедельник, 29 июня 2015 г.

დღე მე-4
 დღევანდელი აქტივობა დაკავშირებული იყო სასწავლო პროექტის  შეფასების 5 მიზანთან, რომელიც ორგანულად უკავშირდება ჩემი პროექტის  გეგმას,  შეფასების რუბრიკასა და სასწავლო პროექტის განხორციელების  გზებს. მეოთხე მეცადინეობამ დამანახა ის აუცილებელი და იგნორირებული კომპონენტი, რომელსაც დეტალიზაცია ეწოდება და მოტივაციასა და  ჩართულობასგ ააქტიურებს (ჩემსა და მოსწავლეებში).

суббота, 27 июня 2015 г.

დღე 3
   სააზროვნო შეკითხვებთან დაკავშირებით შესატყვისი  და შეთავსებითი სამუშაო პროცესი ნაწილობრივ თითქოს გამიჭირდა, მაგრამ კითხვების ფორმულირებას მაინც მოვახდენ. რაც შეეხება ბუკლეტის შინაარსა  და დიზაინს, ნამუშევრით კმაყოფილი ვარ.
მოტივაცია მაღალია! გმადლობთ!