დღე - მე-9
,,intel" - ის პროგრამის დასწავლის ცხრა დღე დასრულდა; საბოლოო შეხვედრა დაეთმო ჩვენი, თითოეული მასწავლებლის აქტივობა / ნაშრომების გაანალიზებას; შევაჯერეთ , შევაჯამეთ ინდივიდუალური მონაცემები და შევაფასეთ. გამოიკვეთა ხარვეზები და გავითვალისწინეთ რჩევები/ შესაბამისი მიმართულებები.
მე მინდა, რომ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება ამ პროგრამასთან დაკავშირებით; დასაწყისი საკმაოდ გამიძნელდა, მაგრამ ნებისყოფის სიმტკიცე გამოვიჩინე და მეცადინეობა გავაგრძელე. ყოველი ახალი შეხვედრა მარტივდებოდა იმ ზომითა და შინაარსით, რომელიც ამ პროექტის არსის გააზრებას დაეყრდნო. ვაღიარებ, რომ შემიძლია განვითარება და დახვეწა, როცა პრაქტუკულად სასწავლო პროექტის განხორციელებას შევუდგები. მიუხედავად იმისა , რომ პროექტით სწავლების გამოცდილება მაქვს, შესაბამისად ტექნოლოგიების სასწავლო მასალებში ჩართვის უნარიც მიბმულია მასზე , დავინახე და გავიაზრე, რამდენად შეიძლება ამ მიმართულების ზუსტად და დეტალურად გააქტიურება და ჩვენება.
ამგვარად, საწავლო პროექტით სწავლების მოდულების შეჯამებიდან გამომდინარე, დავასკვნი, რომ მე გამოვიყენებ სწავლა/ დასწავლისას მოდულების მიმართულებებსა და რჩევებს!
დიდი მადლობა ყველა,ს ვინც ამ პროექტის განსახორციელებელ აქტივობებში ჩაერთო!